ცვლილებები სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამაში

სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამაში ცვლილებები შევიდა.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის, ბაკურ ავსაჯანიშვილის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად 
მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 28 იანვარის, №2 დადგენილებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ახალშობილთა ოჯახები სხვადასხვა კატეგორიის ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.
მერის გადაწყვეტილებით, პირველ შვილზე, 100 ლარიანი დახმარება 500 ლარამდე გაიზარდა. მეორე შვილზე, პროგრამით გათვალისწინებული თანხა 600 ლარი იქნება, მესამე შვილზე - 700, მეოთხეზე კი, - 1000 ლარი. მრავალშვილიანი ოჯახები, მეხუთე ბავშვზე 1500 ლარს მიიღებენ, მეექვსე და ყოველ მომდევნო შვილზე კი, დანამატი 500 ლარი იქნება. ტყუპ შვილზე მერია  ოჯახს 1000 ლარით დაეხმარება.
აღნიშნული საკითხი, ბაკურ ავსაჯანიშვილთან ერთად, მერის მოადგილემ ტარიელ ხულელიძემ, საფინანსო სამსახურის უფროსმა ვასილ კურკუმულმა, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვაქნელმა გიორგი ავსაჯანიშვილმა და იურისტმა ნუნუ ქუშაშვილმა განიხილეს.
„დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების მიზნით, ჩვენ შევისწავლეთ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები, რომლებიც საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ითვალისწინებს. დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეფექტური პოლიტიკის არსებობა მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად.
ყაზბეგის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები ოჯახები, ფინანსური დახმარებით მრავალი წელია სარგებლობენ. ჩემი გადაწყვეტილებით, არსებული თანხები გაიზარდა, დახმარების ოდენობის განსაზღვრისას, დაბადებული ბავშვის რიგითობა ისე იქნება შერჩეული, რომ ყოველი მომდევნო ბავშვის გაჩენისას, ოჯახებს, მეტი ფინანსური გარანტიები გაუჩნდეთ.  

ღირსეული შვილების აღზრდა გმირობის ტოლფასია, დიდი დამსახურება რაიონისა და ქვეყნის წინაშე, ამიტომ მაქსიმალურად შევეცადოთ და ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ოჯახების კეთილდღეობისათვის.


 

 

 

 

 

 


 

ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ და შევისწავლოთ დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების მიზნით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები, რომლებიც საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ითვალისწინებს.

ჩემი გადაწყვეტილებით, ოჯახის/ბავშვის ფინანსური დახმარების მიღების უფლება  პირველი ბავშვის შეძენის მომენტიდან წარმოიშვება და დახმარების ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნას დაბადებული ბავშვის რიგითობა ისე,
რომ ყოველი მომდევნო ბავშვის გაჩენისას მეტი ფინანსური გარანტიები გაუჩნდეს ოჯახს. 

სხვა სახელმწიფო სერვისებზე, რომელიც დაკავშირებულია ბავშვის აღზრდასა და მზრუნველობასთან.