მედიკამენტებით უზრუნველყოფა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N3 (28.02.2019) დადგენილებით, მერია, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს სარეიტინგო ქულით 0-დან 100 000-მდე, პენსიონერებსა და ქრონიკულად დაავადებულებს მედიკამენტებით ეხმარება. წლიური ლიმიტი (წლის განმავლობაში ეტაპობრივად) ბენეფიციარს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარით განესაზღვრება. მერიაში წარსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100); დ) ექიმის დანიშნულება (მედიკამენტების სახეობა); ე) აფთიაქის მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვა და ანგარიშ-ფაქტურა; ვ) ცნობა სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციისა და სარეიტინგო ქულის შესახებ. ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში წარმომადგენლის შუამდგომლობა თ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრეაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. სრული სოციალური პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში: