ბაკურ ავსაჯანიშვილი მოსახლეობას დავითობას ულოცავს

დავითობას გილოცავთ ✨

ოდესღაც დიდი, თვალნათელი, სანატრელი, მიმინო და ფრთანათელი იყო საქართველო.. ქვეყანა, რომლის საზღვრები ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდან არეგაწამდე ერთმა ადამიანმა გააჭენა და გამოაჭენა.. ამ ადამიანს, ერთიანი საქართველოს მეფე დავით IV აღმაშენებელი ერქვა...
მუსლიმური სამყაროს თავდასხმებისგან აოხრებული, გადამწვარი და განადგურებული, თვალჩაშლილი და ჯაჭვგარღვეული ჩაიბარა ქვეყანა. დავითს სახელს უკავშირდება უმნიშვნელოვანესი რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, სამშვილდის, რუსთავის, გორის, ლორეს, თბილისისა და რაც მთავარია, - დიდგორის ბრძოლა, 1121 წლის 12 აგვისტო, „ძლევაი საკვირველი,“ დღე, როდესაც 55 000-იანმა ქართულმა ჯარმა 300 000 სელჩუკს სძლია.
მეფე საოცარი მოყვარე იყო ქრისტეს, სამშობლოსა და ადამიანების.. ააშენა გელათის სამონასტრო კომპლექსი, ქსენონი სნეულთათვის, დაწერა გალობანი სინანულისანი...