ყაზბეგის მერიაში განახლებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ იმსჯელეს

ყაზბეგის მერიაში განახლებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ იმსჯელეს.

მერის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრას, ინფრასტრუქტურის, საფინანასო, შესყიდვებისა და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

განიხილეს საკითხები, რომლებიც ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლსა და სტანდარტებს, წყლის სისტემების პროექტირებას, მომსახურების შესყიდვის პროცესებს, ხარჯების მართვის სტრატეგიებსა და ფინანსურ გეგმებს შეეხებოდა.

ბაკურ ავსაჯანიშვილმა, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებს, ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულარული ინსპექტირება და გეგმა-გრაფიკის აუდიტი დაავალა, გასცა ინსტრუქცია პროექტების შეუფერხებლად წარმართვისა და კოორდინირებული მუშაობისათვის.