ბაკურ ავსაჯანიშვილმა მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან, ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გამართა

ბაკურ ავსაჯანიშვილმა მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან, ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გამართა.

საუბარი შეეხო სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას და მათ ხელშეწყობას კოორდინირებული მუშაობისათვის;

საქმისწარმოების,საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საჯარო  ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებს.


მერის თქმით, მნიშვნელოვანია მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი დროული განხორციელება, მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურება, ერთი ფანჯრის პრინციპის დაცვით.

ასევე, შეხვედრაზე განიხილეს საკითხები, რომლებიც განახლებულ და დაგეგმილ ნფრასტრუქტურულ პროექტებს, მუნიციპალიტეტის ურბანულ განვითარებას შეეხება.