შეხვედრა შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია- რეკონსტრუქციის საკითხებთან დაკავშირებით
მიმდინარე წლის ბოლომდე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია- რეკონსტრუქციას, გარე განათების, სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობას მოხმარდება.
საკითხთან დაკავშირებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო შეხვედრა საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან გამართა.
ბაკურ ავსაჯანიშვილის დავალებით, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის მობილური ჯგუფი, ყველა ობიექტს ადგილზე
მოინახულებს და სპეციფიკური საჭიროებებს, ამოცანებს განსაზღვრავს.
კომპანიის წარმომადგენლები კი წინასწარი სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტს მოამზადებენ.