ბაკურ ავსაჯანიშვილი რაგბის კლუბ "ყაზბეგის" ხელმძღვანელობას შეხვდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რაგბის კლუბ ყაზბეგის ხელმძღვანელობას შეხვდა.

საუბარი შეეხო რაგბის განვითარების მხარდაჭერის მუნიციპალურ პროგრამასა და კლუბთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა უმაღლესი დონის ლიგაში თამაში, დაფინანსების წყაროები, წევრი მორაგბეების შენარჩუნება და პოტენციური, კონკურენტუნარიანი სპორტსმენების, მაღალი დონის სამწვრთნელო და დამხმარე პერსონალის მოძიება.

ყაზბეგის მერმა, რაგბის საკითხით დაინტერესებულ პირებთან დიალოგზე მუდმივი მზაობა გამოთქვა და აღნიშნა, რომ სპორტსმენებს, საჭიროებიდან გამომდინარე, მერიის მხრიდან მხარდაჭერა ექნებათ როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.