სტეფანწმინდის საჯარო სკოლაში მედიათეკა მოეწყობა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით სტეფანწმინდის საჯარო სკოლაში მედიათეკა მოეწყობა.

უფროსკლასელები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ და სკოლაში მედიათეკის მოწყობის იდეის განხორციელებაში დახმარება სთხოვეს.

მოსწავლეების აზრით, მედიათეკა იქნება დინამიური სასწავლო სივრცე თანამედროვე წიგნებითა და ციფრული რესურსებით აღჭურვილი. განავითარებს კრეატიულ აზროვნებასა და შემოქმედებით უნარებს.

ხელს შეუწყობს პროგრესს, მოსწავლეების წიგნებთან დამეგობრებას, აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებასა და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას, განავითარებს ლიდერულ თვისებებს მოსწავლეებში. 

თავის მხრივ, ბაკურ ავსაჯანიშვილმა წიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და მხარი დაუჭირა ახალი სასწავლო გარემოს შექმნის იდეას.