ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიამ ორი ახალი მიკროავტობუსი შეიძინა

მიუნიციპალური ავტოპარკის შევსებისა და განახლების პროექტის ფარგლებში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიამ, M2 კატეგორიის, ორი ერთეული ახალი მიკრო ავტობუსი შეიძინა.


მიკრო ავტობუსების საერთო ღირებულება 291 790 ლარია და ისინი მუნიციპალური ბიუჯეტიდან  იქნა შეძენილი.
დიზელის ძრავზე მომუშავე 2023 წლის Ford Transit -ი სრულიად ახალი, 18 ადგილიანი მიკრო ავტობუსია.


მასში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც მორგებულია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კლიმატზზე.აქვს ლექტრონულად რეგულირებადი სარკეები ,წინა და უკანა პარკინგ სენსორი.