ბაკურ ავსაჯანიშვილი - ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ერთად  ჩამოვაყალიბოთ მომავალი, რომელიც ქართველი და ჩეხი ხალხის მისწრაფებებსა და პოტენციალს, მუნიციპალურ დონეზე ასახავს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა, ბაკურ ავსაჯანიშვილმა, ჩეხეთის რესპუბლიკის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე, რადიმ სრსენს უმასპინძლა.

შეხვედრის მთავარი თემა, თვითმმართელობის განხორციელების გამოცდილებების გაზიარებას, მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებსა და შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობებს შეეხებოდა

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ყაზბეგში, მუნიციპალიტეტში, რომელიც განსაკუთრებულად მიყვარს. მსურს, ჩეხეთის განვითარების ჯგუფმა, მომავალშიც მჭიდროდ ითანამშრომლოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტთან და მხარი დაუჭიროს ყველა პროექტს, რომელიც ახალგაზრდობის საჭიროებებს შეეხება.“ - რადიმ სრსენი

„თანამშრომლობა არის პროგრესის ქვაკუთხედი. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ერთად  ჩამოვაყალიბოთ მომავალი, რომელიც ქართველი და ჩეხი ხალხის მისწრაფებებსა და პოტენციალს, მუნიციპალურ დონეზე ასახავს. ახალგაზრდობა არის ნებისმიერი წარმატებული საზოგადოების ხერხემალი და ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა მათ მივაწოდოთ რესურსები და შესაძლებლობა, რომლებიც განვითარებისთვისაა საჭირო.“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშილმა