ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ზეიმები გაიმართა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, საშემოდგომო ზეიმები გაიმართა.

სიონსა და ყანობში ფესტივალებს „მოხეური შემოდგომა“, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი, ბაკურ ავსაჯანიშვილი, მოადგილე ტარიელ ხულელიძესთან ერთად დაესწრო.

საზეიმო პროგრამა თეატრალური ნომრებისა და თამაშის ელემენტებისგან შედგებოდა. პატარებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციები - დასავლური ნადი, აღმოსავლური თათარობა და თბილისური ჰამქარი გააცოცხლეს.

ღონისძიებების საორგანიზაციო ნაწილში, მასწავლებლებთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართულები მშობლები, რომლებმაც  ჩურჩხელის ამოვლების, კეძების მომზადებისა და ღვინის დაწურვირს სიმბოლურ პროცესშიც მიიღეს მონაწილეობა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შემოდგომის სიუხვე და პატარები დალოცეს, მშობლებსა და მასწავლევლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს და მომავალშიც წარმატება უსურვეს.