ყაზბეგის ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ჭაბუკთა შორის.

სტეფანწმინდის სპორტ-კომპლექსში მიმდინარე ტურნირს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძესთან, მერის მოადგილე თამაზ ალიბეგაშვილთან და დავით ქირიკაშვილთან, ყაზბეგის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორთან თამარ შიოლაშვილთან და საკრებულოს წევრებთან ერთად ესწრებოდა.

ტურნირის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობას იღებდნენ ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „მთის შვილები“, ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „ერობაი“ და ბავშვთა ანსამბლი „კარიბჭე“.

ორდღიან საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობას 265 მოჭიდავე იღებს, სამ ასაკობრივ კატეგორიაში (13, 15, 17).

საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გუნდებთან ერთად ტურნირზე ასპარეზობენ ჩრდილოეთ კავკასიისა და ტაჯიკეთის წარმომადგენლები.

ტურნირზე ნაჩვენები შედეგებით საბოლოოდ დაკომპლექტება საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები, რომელიც 2021 წლის 19-25 ივლისს გაემგზავრება უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში და იასპარეზებს მსოფლიო ჩემპიონატზე.

ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი მრავალწლიანი შესვენების შემდეგ 2019 წელს აღდგა და მას ტრადიციული სახე მიეცა.

ტარიელ ალიბეგაშვილი დაიბადა 1945 წლის 23 ივნისს სტეფანწმინდაში. მან ორჯერ, 1965 და 1972 წლებში, მოიპოვა სსრკ ჩემპიონის ტიტული, 1971 წელს გახდა სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი. მინიჭებული აქვს საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის წოდება.

ხვალ, 26 ივნისს ტურნირის ფინალური ეტაპის ორთაბრძოლების პირდაპირი სატელევიზიო რეპორტაჟები გადაიცემა GMS-ს ტელევიზიით:

სილქნეტი - 285 არხზე

მაგთი - 68 არხზე

სოციალურ ქსელში - http://www.myvideo.ge/tv/gms

 GMS-ს ტელევიზიის ვებ გვერდზე - http://gmstv.ge/