მასწავლებლის ეროვნული დღე ყაზბეგში

 

მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიამ, მომავალი თაობების სწავლა-აღზრდაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რვა მასწავლებელი დააჯილდოვა. ღონისძიება, განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრში, 𝟐𝟕 ოქტომბერს გაიმართა. თითოეულ მასწავლებელს, სიგელი და სახელობითი კრისტალის ჯილდო გადაეცა. ღონისძიებას, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, მოადგილე ტარიელ ხულელიძესთან ერთად დაესწრო. „ყველა მასწავლებელს გილოცავთ პროფესიულ დღეს. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მასწავლებლებს, რომელთა წინაშეც ჩვენ სულ ვალში ვართ, გადავუხადოთ მადლობა და კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი ჩვენთვის. ჩვენი ქვეყნის მომავალი, იწყება და გადის საფუძვლიან, კარგად განვითარებულ განათლების სისტემაზე. მასწავლებლობა არის პატრიოტული პროფესია, გმირობის ტოლფასი. თქვენ ემსახურებით ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს, ხვალინდელ დღეს. მე მინდა გისურვოთ, რომ იყოთ მეტად თამამები, გქონდეთ ღიაობა სიახლეების მიმართ, საკუთარი შრომა და მიღწევები გაუზიაროთ ერთმანეთს, ბავშვებს და ჩვენ საზოგადოებას. თქვენი სახელები და გვარები ისმოდეს არა მხოლოდ მუნიციპალურ დონეზე, მთელ ქვეყანაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ და მადლობა!“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა