ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის ტურნირი 2021

25-26 ივნისს სტეფანწმინდაში გამართული ალიბეგაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონები და პრიზიორები სამ ასაკობრივ ჯგუფში, ჯამში 18 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

ყაზბეგის ჭიდაობის წრის გუნდმა სამი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირზე როგორც ჭაბუკთა შორის, ასევე სამივე ასაკის ჯამში საუკეთესო შედეგი გორის გუნდმა აჩვენა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე თბილისი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ყაზბეგის გუნდმა დაიკავა. ცალკე ჭაბუკთა შორის პირველი ორი ადგილი იმავე გუნდებზე გადანაწილდა, ხოლო მესამე ადგილზე ბოლნისის გუნდი გავიდა.

ტურნირის შედეგები დიდ გავლენას მოახდენს საქართველოს ნაკრების შემადგენლობის სელექციაზე, რომელიც 2021 წლის ივლისში უნგრეთის დედაქალაქ - ბუდაპეშტში გაიმართება. აქედან გამომდინარე ყაზბეგში ჭაბუკთა შორის საქართველოს ყველა საუკეთესო ფალავანი შეიკრიბა და ქომაგმა სანახაობრივი, მაღალი ხარისხის ჭიდაობა იხილა.

ტურნირზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გუნდების გარდა ჩრდილოეთ კავკასიისა და ტაჯიკეთის წარმომადგენლებმა იჭიდავეს.

 საპატიო სტუმრის რანგში არაერთი ლეგენდარული მოჭიდავე გვეწვია: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გიორგი გოგშელიძე, ლუკა კურტანიძე, ოთარ თუშიშვილი და სხვა ცნობილი სპორტსმენები.

ყაზბეგის მერიის სახელით მადლობას ვუხდით ტურნირის სპონსორებსა და ორგანიზატორებს.

სპონსორები: სასტურმო „რუმს ჰოტელ ყაზბეგი“, სასტუმრო "ალპაინ ლაუნჯი", სასტუმრო „პორტა კავკასია“, შ.პ.ს. „მერფი“, სასტუმრო "სტანცია ყაზბეგი", სასტუმრო „სანშაინი“, შ.პ.ს. „აქვა ჯეო", გოგი ალიბეგაშვილი.

#ალიბეგაშვილისტურნირი2021

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი