ბაკურ ავსაჯანიშვილის ინიციატივით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს "თბილისი პარკს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ᲧᲐᲖᲑᲔᲒᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲛᲔᲠᲘᲡ, ᲑᲐᲙᲣᲠ ᲐᲕᲡᲐᲯᲐᲜᲘᲨᲕᲘᲚᲘᲡ ᲘᲜᲘᲪᲘᲐᲢᲘᲕᲘᲗ, ᲨᲞᲡ „ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ ᲞᲐᲠᲙᲡᲐ“ ᲓᲐ ᲧᲐᲖᲑᲔᲒᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲛᲔᲠᲘᲐᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ, ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲝᲑᲘᲡ ᲛᲔᲛᲝᲠᲐᲜᲓᲣᲛᲘ ᲒᲐᲤᲝᲠᲛᲓᲐ.

თანამშრომლობა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულიდან, სოციალურად დაუცველი და ობოლი ბავშვების პერიოდულ სტუმრობას 85 წლიანი ისტორიის მქონე პარკში, ულიმიტო გართობას ექსტრემალურ, საბავშვო და საოჯახო ზონებში. გართობისა და დასვენების ცენტრს „ბომბორა“, პირველად, სიონისა და გორისციხის ადმინისტრაციული ერთეულის ოცზე მეტი ბავშვი ესტუმრა.

მთაწმინდის პარკში იმყოფებოდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, რომელმაც პატარებს თავად უმასპინძლა.

„ვხარობ სიხარულით, რომელმაც ჩვენი ბავშვები გაახარა. აღნიშნული პროგრამით, პერიოდულად, ყველა სოფელს მოვიცავთ. აღსანიშნავია, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, სექტემბრიდან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბაღისა და სკოლის ასაკის ყველა ბავშვი, მთაწმინდის პარკში სპეციალური ბარათით ისარგებლებს და სიმბოლური თანხის სანაცვლოდ, ულიმიტო მომსახურებას მიიღებს“. - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.