ყაზბეგში ბოლო ზარი დაირეკა

გილოცავთ სკოლის დამთავრებას, ახალ, დამოუკიდებელი ცხოვრების ეტაპზე გადასვლას. დღეს მთავრდება ბავშვობა და თქვენი ნიჭიერებით, სწავლით, წარმატებითა და მიღწევებით იწყება მომავალი, რომელსაც ქვეყანაზე შეყვარებული, განათლებული თაობა შექმნის.

ჩვენ უკვე ვამაყობთ თქვენით და იმედი მაქვს, მომავალში მთელი საქართველო იამაყებს. მადლობა მინდა გადავუხადო პედაგოგებს, მათ შორის, რამდენიმე ჩემს მასწავლებელს, რომელმაც თაობები ღირებულებებს, საზოგადოებრივ სტანდარტებსა და კულტურულ ნორმებს აზიარა; ავ-კარგის გარჩევა ასწავლა და საზოგადოებრივ ასპარეზს ღირსეული მოქალაქეები შესძინა. მნიშვნელობა არ აქვს რა პროფესიას დაეუფლებით, მთავარია გახდეთ პროფესიონალები და გახსოვდეთ, - არცერთი პროფესია არ არის ხელობა, ეს ღვთის და ერთმანეთის მსახურებაა.