ყაზბეგმა "მთის ფესტივალს" უმასპინძლა

ყაზბეგმა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, უკვე მეორედ, „მთის დღეებს“ უმასპინძლა.

ელიას ტყის მიმდებარედ მრავალფეროვანი აქტივობები იმართებოდა. მათ შორის ჩატარდა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მასტერკლასები, დეგუსტაციები, სპორტული და სახალისო წარმოდგენები, დაჯილდოების ცერემონია.

დღის ბოლოს კი, ღონისძიება ცნობილი შემსრულებლების გალა კონცერტით დასრულდა.

ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მოადგილეებთან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

თარიღთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის მოსახლეობას უფასოდ ემსახურებოდა.