ბაკურ ავსაჯანიშვილი ამირან ჩაბაკაურის ოჯახს ესტუმრა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, მოადგილე ტარიელ ხულელიძესთან ერთად, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის გმირ, ამირან ჩაბაკაურის ოჯახს ესტუმრა.

„რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა. ეს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში განსაკუთრებით მძიმე პერიოდია. სამხედრო აგრესიამ ასეულობით ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა, მათ შორის - მოხევეების. 

აგვისტოს ომში გამორჩეული სიმამაცით იბრძოდნენ ბაზლები, ქოჯურები, ხულელიძეები, წიკლაურები, ხეთაგურები, კობაიძეები და ხაიკაშვილები. 
განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს გიორგი მარსაგიშვილის გმირობა, რომელიც სამწუხაროდ, ომიდან ვერ დაბრუნდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაშია. 

დღეს ჩვენ ვიხსენებთ ამირან ჩაბაკაურსა და მისი გმირობის მაგალითებს, რომელზეც, პირველ რიგში, მისივე ოთხი შვილი და ხევის მომავალი თაობა იზრდება. 

დიდება ჩვენს ქვეყანას, ვაჟკაც, ღირსეულ მოხევეებს, ყველა ქართველ ჯარისკაცსა და თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, საქართველოს ერთიანობას შესწირა.“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.