ყაზბეგი ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის ღია ტურნირს მასპინძლობს
24-25 ივნისს, ყაზბეგი, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის ღია ტურნირს მასპინძლობს.
ცნობილი მოხევე ფალავნის სახელობის ჩემპიონატი, 15 წელზე მეტია, მთელი საქართველოდან აერთიანებს სპორტსმენებს.
დღეს ტურნირის გახსნის ღონისძიებას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის აპარატის უფროსი ედიშერ მაჩაიძე, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და ვეტერანი მოჭიდავეები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ტურნირში, ქვეყნის მასშტაბით, 250-მდე მოზარდი მონაწილეობს. ყაზბეგის ჭიდაობის სპორტის სკოლას კი ამ დროისათვის ორი ფინალისტი - ილია ხულელიძე და გიორგი კბიაშვილი ჰყავს.