
თამაზ ალიბეგაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ფინანსისტთა ასოციაციის 117-ე კონფერენციას დაესწრო
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე თამაზ ალიბეგაშვილი, ფინანსისტთა ასოციაციის დელეგირებით, პორტლენდში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ფინანსისტთა ასოციაციის 117-ე კონფერენციას დაესწრო.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის თავმჯდომარეობით, აშშ-ისა და კანადის თვითმმართველ ერთეულებში საბიუჯეტო სახსრების მართვის ეფექტურობის ხერხებს, პროგრამული ბიუჯეტირებისა და შიდა კონტროლის კუთხით გატარებულ რეფორმებს გაეცნენ.
შეხვედრები პორტლენდის მერიაში თვითმმართველი ქალაქების გამგებლებთან და ფინანსურ ოფიცრებთან გაიმართა.