გაიცანით - ნადია ქუქიშვილი

გაიცანით 8 შვილის დედა, 39 წლის ნადია ქუქიშვილი. ის ექვს არასრულწლოვანს დამხმარეების გარეშე ზრდის. 

“ჩემი შვილების სიხარულით ვხარობ და მათი კარგად ყოფნით ვარ კარგად.მრავალშვილიანობა, ჩემთვის სიყვარულთან, პატივისცემასთან, ურთიერთდახმარებასთან ასოცირდება. დიდ მოტივაციას მაძლევს გარშემომყოფების მორალური და ემოციური მხარდაჭერა, კეთილგანწყობა, ყველა მაქებს და მამხნევებს. 

კარგი დედა მაშინ ვიქნები, როცა ჩემი შვილები ღირსეულები და პატიოსნები გაიზრდებიან, გამოადგებიან ხევსა და სამშობლოს.” - ნადია ქუქიშვილი 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია  ნადია ქუქიშვილსა და მის ოჯახს ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და წარმატებებს უსურვებს.