გაიცანით - ნანი გუჯარაიძე

გაიცანით - სტეფანწმინდის საბავშვო ბაღის დირექტორი ნანი გუჯარაიძე, რომელიც 24 წელია ბავშვების სამსახურში დგას. 

„გორისციხე, სიონი და გერგეტი - ბაგა-ბაღი, ბაღი და სკოლა - ოც წელზე მეტია, ბავშვებით ვცხოვრობ, ხევში. 

პირველი გორისციხის სკოლის მოსწავლეები იყვნენ, რომლებმაც სრულიად გამოუცდელ, ახალგაზრდა პედაგოგს ნერვიულობა, შიში და განცდები გადამალახვინეს. მათ, ალბათ, ყველაზე უკეთ ესმოდათ სიბრძნე - “უკან დაიხიე სამი ნაბიჯით, მაგრამ მასწავლებლის ჩრდილს ფეხი არასდროს დაადგა”, მათთან ერთად გავიზარდე. 

საქმეს არ უნდა უღალატო, მით უმეტეს, თუ ეს საქმე ბავშვებს ეხება. საჭირო პროფესიულ უნარებთან ერთად, ჩვევად მექცა ღიმილი. ჩემი მოტივაცია - პატარების უსაზღვროდ პოზიტიური ენერგეტიკაა.

ჩვენს მუნიციპალიტეტში ყველა ხელშემწყობი პირობაა ახალგაზრდებისათვის - დასაქმდნენ და მომავალზე იზრუნონ. ახლა სხვა რეალობაში ვცხოვრობთ, შეიცვალა სკოლა, ბაღი, მასწავლებელი, ბავშვების მიმართ მიდგომა, ფორმები და მეთოდიკა. ახალგაზრდა მასწავლებელს ბევრი უპირატესობა აქვს - აქტიური, შრომისუნარიანი, ენთუზიასტი, გამბედავი და ოპტიმისტია, ამიტომ, ყველას ვთხოვ იზრუნონ ხევის მომავალზე და დაუბრუნდნენ საკუთარ კუთხეს მომავალი თაობის სამსახურში.“ - ნანი გუჯარაიძე 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრი მადლობას უხდის ქალბატონ ნანის ერთგული მსახურებისათვის და მომავალშიც წარმატებას უსურვებს.