ყაზბეგში, საქართველოს პირველობა 15 წლამდელთა შორის, კლასიკურ და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დასრულდა

5 მაისს, საქართველოს პირველობა დასრულდა ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 15-წლამდელთა შორის, რომელიც ისტორიაში პირველად,  ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გაიმართა. 

ჩემპიონატში, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა წონით კატეგორიებში 600-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები. 

პროფესიონალთა შეფასებით, ასეთი ტიპის შეჯიბრებებზე კომპლექტდება ნაკრები გუნდების შემადგენლობა, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტის დაცვა, სპორტსმენთა ხელშეწყობა და ღონისძიების სათანადოდ ორგანიზება. 

“მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას, მუნიციპალიტეტის  მერიას. მონაწილეებს, მწვრთნელებს, მსაჯთა კოლეგიას და ყველა სტუმარს მთელი საქართველოდან. მადლობა სპორტის განვითარების ცენტრის თანამშრომლებს, რომლებმაც თავდაუზოგავად იმუშავეს, ჩემპიონატის წარმატებით ჩასატარებლად.” - სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორი გიორგი ჩქარეული