ყაზბეგი საქართველოს პირველობას მასპინძლობს კლასიკურ და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში
პირველად ისტორიაში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონი, საქართველოს პირველობას მასპინძლობს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 15-წლამდელთა შორის.
ჩემპიონატი ყაზბეგში 1 - 5 მაისს იმართება და მასში, საქართველოს მასშტაბით, 600 - ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.
3 მაისს დასრულდა საქართველოს პირველობა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში. ფინალურ შეხვედრებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა, ბაკურ ავსაჯანიშვილმა, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დააჯილდოვა.
4-5 მაისს, შეჯიბრი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გაიმართება, რომელშიც ყაზბეგის ჭიდაობის სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.