გაიცანით - ლუბა თამაზხანოვი

ᲒᲐᲘᲪᲐᲜᲘᲗ 76 ᲬᲚᲘᲡ ᲚᲣᲑᲐ ᲗᲐᲛᲐᲖᲮᲐᲜᲝᲕᲘ - ხევის საპატიო მოქალაქე, მეეზოვე, რომელიც საოჯახო საქმისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის პარალელურად, უკვე 15 წელია, ყაზბეგის ქუჩების სისუფთავეზე ზრუნავს.

„როცა ხელფასს იღებ, უნდა იმუშაო კიდეც, მონდომებითა და გულით. ბევრი უკადრისობს, უფრო ახალგაზრდები. მე კი არ მრცხვენია, რადგან რასაც ვემსახურები - ყველაფერი ჩემია, ქუჩებიცა და ხალხიც.

რთულია ფოთოლცვენის დროს მუშაობა, საქონელი და ცხენები გზაზე, თუმცა, როდესაც იცი, შენს კუთხეს მთელი მსოფლიოდან ძალიან ბევრი დამთვალიერებელი სტუმრობს, თავმდაბლობითა და მადლიერებით აკეთებ საქმეს, რომელიც ასე გიფასდება.“ -
ლუბა თამაზხანოვი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია და კეთილმოწყობის სამსახური მადლობას უხდის ქალბატონ ლუბას კეთილსინდისიერი მუშაობისა და თავდაუზოგავი შრომისათვის. ჯანმრთელობასა და წარმატებას უსურვებს!