საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში, გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

პროკურორებმა გენდერული ძალადობის, ოჯახში ძალადობის, ადრეული ქორწინების, სქესობრივი დანაშაულებისა და ფემიციდის საკითხებზე ისაუბრეს. ასევე, ყურადღება გამახვილდა ძალადობის შედეგად დაზარალებული პირების, მათ შორის არასრულწლოვნების დაცვის, მხარდაჭერის და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესზე.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. დაისვა შეკითხვები, განხილულ იქნა კონკრეტული მაგალითები/კერძო შემთხვევები.

საინფორმაციო კამპანია „არა ფემიციდს“, საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN-ის მხარდაჭერით ხორციელდება.