გაიცანით თამარ სუჯაშვილი

გაიცანით თამარ სუჯაშვილი - რეწვის ოსტატი, რომელიც ხევში 15 წელია ქართულ ტრადიციულ კულტურას ემსახურება.

კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური სახეობის მასწავლებელს რამდენიმე პერსონალური გამოფენა ჰქონდა როგორც სამშობლოში, ასევე, ევროპის მრავალი ქვეყნის საერთაშორისო ჩვენებებზე. ასევე, გამარჯვებულია კონკურსისა "წლის საუკეთესო ოსტატი 2018 - ყველაზე ინტერაქტიული სახელოსნო“.

„თექაზე მუშაობა არის შესაძლებლობა ხელით მოთელო მხატვრული სამყარო, ფერები, რომლებიც გონებაში გაქვს.
მუდმივად სიახლეების ძიებაში ვარ, ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე.
ყველაზე ძვირფასი და განსხვავებული ჩემს  ნამუშევრებს შორის თამარ მეფის ხატია, რომელიც ჩვენს უწმინდეს პატრიარქს ვუსახსოვრე.
ყველა იმ ბავშვს, ვისაც სურს, რომ შეისწავლოს ტრადიციული რეწვა და მომავალში შემოსავლის წყაროდ აქციოს, ველოდები სახელოსნოში „მოხეური თექა“, სადაც მუნიციპალური დაფინანსებით, სწავლება სრულიად უფასოა“. - თამარ სუჯაშვილი.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ქალბატონ თამარ სუჯაშვილს ქართული ტრადიციული კულტურის მსახურებისათვის და სამომავლოდ, წარმატებებს უსურვებს.