ბაკურ ავსაჯანიშვილი: სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პროექტების სრულფასოვნად/ხარისხიანად შესასრულებლად, რვა სოფელში, მუნიციპალური ბიუჯეტიდან 80000 ლარი გაიხარჯება

ბაკურ ავსაჯანიშვილის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე, მუნიციპალური ბიუჯეტიდან 80 000 ლარი გაიხარჯება.

კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 𝟑𝟔𝟐 𝟎𝟎𝟎 ლარი 𝟒𝟒𝟐 𝟎𝟎𝟎 ლარამდე გაიზარდა.

ოცდაათზე მეტ სოფელში, სკვერები, სპორტ-დარბაზები და გარე განათება მოეწყობა. მოწესრიგდება სასმელი წყლის სისტემები, შეიღობება სასაფლაოები, მოპირკეთდება შიდა საუბნო გზები.

„საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, რამდენიმე სოფელში, თანხები გაერთიანდა. პროექტების სრულფასოვნად/ხარისხიანად შესრულებისათვის 8 სოფელში: სნო, აჩხოტი, ფანშეტი, ახალციხე, გველეთი და ყანობი, მუნიციპალური ბიუჯეტიდან, დამატებით, 10 000 -10 000 ლარი გაიხარჯება. ხურთისის გარე განათებას 31 000 ლარი მოხმარდება, აქედან 15 000, მუნიციპალური ბიუჯეტის წილია. ზოგიერთ სოფელს, დაგროვილი, გასული წლების აუთვისებელი თანხები აქვს, რაც მაღალბიუჯეტიანი, კარგი პროექტების შესრულების შესაძლებლობას გულისხმობს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მინდა ვთხოვო, მაქსიმალურად ეფექტიანად მოახდინოს მოსახლეობის ინფორმირება. საჯარო და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დოკუმენტი, რომელიც პროექტებსა და ბიუჯეტს ეხება.“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2023“-ის განკარგულება, საპროექტო წინადადებები სოფლების მიხედვით და ბიუჯეტი, იხილეთ ბმულზე:
https://kazbegi.gov.ge/files/7