სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამაში, კიდევ რამდენიმე ცვლილება შევიდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის ბაკურ ავსაჯანიშვილის გადაწყვეტილებით, სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამაში, კიდევ რამდენიმე ცვლილება შევიდა.

მერის მოადგილე ტარიელ ხულელიძემ, სამსახურების უფროსებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის სპეციალურ წარმომადგენლებს, ახალი პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების შესახებ, საკრებულოს 17.03.23  #11 დადგენილება გააცნო.

დაუნის სინდრომის, ცერებრალური დამბლის, აუტიზმის სპექტრის აშლილობის, 18 წლამდე შშმ, IV ხარისხის სმენაჩლუნგობის მქონე და I/II ჯგუფის უსინათლო პირები, 500 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

სტუდენტები, რომლებსაც შშმ  პირის სტატუსი აქვთ, არიან უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებიდან, მაგრამ ვერ ხვდებიან პროგრამით გათვალისწინებულ სხვა კატეგორიაში, მერია, აკრედიტებულ/ავტორიზებულ სასწავლებელში, სწავლის საფასურს 2250 ლარის 80%-ით დაუფინანსებს.

„გასულ წელს, სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამაზე, მერიის ბიუჯეტიდან 600 000 ლარამდე გაიხარჯა. ოპერაცია, მედიკამენტები, კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები, გადაუდებელი გეგმიური და სამედიცინო შემთხვევა, ამბულატორიული და სტაციონალური მომსახურება 900-მდე მოქალაქეს დაუფინანსდა. 2023 წელს, გაზრდილია როგორც ბიუჯეტი, ასევე, პროგრამის მოქმედების სფერო და მისით მოსარგებლეების ჩამონათვალი.

2023 წელი, სამედიცინო სფეროში, მნიშვნელოვანი სიახლით დავიწყეთ, გაიხსნა დიალიზის სერვისი. გასულ წელს, ჰემოდიალიზზე დამოკიდებული პაციენტები, პროცედურის ჩასატარებლად, კვირაში რამდენჯერმე დადიოდნენ თბილისში. მათთვის, განკუთვნილი იყო 400 ლარიანი დახმარება. ახლა კი, მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლისთვის აუცილებელ სამედიცინო სერვისს საცხოვრებელ სახლებთან ახლოს იღებენ, 200 ლარიანი დახმარება მაინც შეუნარჩუნდათ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ რწმუნებულებს, მაქსიმალურად დეტალურად გაეცანით თქვენ ადმინისტრაციულ ერთეულებში ოჯახების მდგომარეობას. სწორედ თქვენი და მაჟორიტარი დეპუტატების შუამდგომლობის საფუძველზე შეირჩევიან/დაფინანსდებიან ბენეფიციარები.“ - განაცხადა ტარიელ ხულელიძემ