ყაზბეგის მუნიციპალიტეტში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, დედამიწის მეგობრების’’ინიციატივით, ა(ა)იპ კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა, სოფლებში - ფანშეტი და გერგეტი, ბუნებრივი მჟავე წყლის აუზისა და მდინარე თერგის ნაპირები, პოლიეთილენის პარკების, პლასტმასის ბოთლებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაასუფთავეს.

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე 1993 წლიდან აღინიშნება.
გაერო მსოფლიო საზოგადოებას ყოველწლიურად შეახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პროდუქტია სასმელი წყალი კაცობრიობისათვის და რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყლის რესურსების მოფრთხილებასა და დაცვას.