ბაკურ ავსაკჯანიშვილი - ყოველი ქალი იმედების, რწმენისა და ძალების, შთაგონების, ახალი იდეებისა და ემოციების საწყისია

განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები - დედისა და ქალთა დღეები იზეიმეს. 

სხვადასხვა თაობის საესტრადო და ფოლკლორულმა ანსამბლებმა მუსიკალური ნომრები გაზაფხულს, დედასა და ქალთა თემატიკას მიუძღვნეს. 

აგრეთვე, შეჯამდა ცენტრის მონაწილეობის შედეგები 2022 წლის ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე. დაჯილდოვდნენ ფესტივალის ლაურეატები/გამარჯვებულები - სახალხო მთქმელებს, ავტორ-მთქმელებს, სახვითი ხელოვნების ოსტატებსა და ხალხური სიმღერის მუნიციპალურ/თვითმოქმედ ანსამბლებს შორის. 

ღონისძიებას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი, ბაკურ ავსაჯანიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. 

„როგორც გაზაფხული აცოცხლებს და აღვიძებს ბუნებას, ამინდებს სძენს სითბოსა და სიყვარულს, ისე  ყოველი ქალი იმედების, რწმენისა და ძალების, შთაგონების, ახალი იდეებისა და ემოციების საწყისია. მადლობა ჩვენი ცხოვრების მთავარ ადამიანებს - დედებს, მეუღლეებს, შვილებს. მადლობა განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრს თემატური, საინტერესო და სახალისო ღონისძიებისათვის. კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ყველა ქალბატონს დედისა და ქალთა დღეს.“ - განაცხადა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილმა.