ბაკურ ავსაჯანიშვილი ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის წარმომადგენლებს შეხვედა
ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი ჯაბა სირბილაძის ხელმძღვანელობით, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის, ყაზბეგის სამედიცინო დაწესებულებაში, სერვისების შეფასებასა და მონიტორინგს ახორციელებს.
ვიზიტის ფარგლებში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერ ბაკურ ავსაჯანიშვილსა და სამედიცინო ჰოლდინგის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. საუბარი შეეხო სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობასა და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, პირველადი და გადაუდებელი ჯანდაცვის გაძლიერებას, მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების სამედიცინო საჭიროებებს, სახელმწიფო პროგრამებით მოსარგებლე პირების სამედიცინო მომსახურებას, განათლების რეფორმის დაგეგმვასა და განხორციელებას.
მხარეები სამომავლოდ, მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობაზე შეთანხმდნენ, რაც ორმხრივ ინტერესს გულისხმობს, ხელი შეუწყონ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას ყაზბეგის რაიონში.