ჩაბაკაურთ უბანში გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა, მოადგილესთან ერთად, არშაში, ეგრეთწოდებულ "ჩაბაკაურთ უბანში", მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე, პირველად ეწყობა ასფალტიანი გზის საფარი. შეიცვალა სასმელი წყლის სისტემა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხორციელდება და მისი ღირებულება 𝟏𝟎𝟎 𝟎𝟎𝟎 ლარს აჭარბებს.
ყაზბეგის მერის განცხადებით, სუფთა, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი წყალი, გზა და გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის, მათი ჯანმრთელობისა და სასოფლო სამეურნეო ინიციატივების ქვაკუთხედია.