სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი ღია კარის დღეს მართავს

21 ივლისი, 2020

21 ივლისს 14:00 საათზე სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი, სტეფანწმინდის დამატებით სასწავლო ფართში ( სტეფანწმინდა, ფიცხელაურის ქ. 13), პროფესიული განათლების მიღებით დაინტერესებული პირებისთვის საშემოდგომო მიღების ფარგლებში ღია კარის დღეს მართავს.

  სტუმრებს კოლეჯის ადმინისტრაცია გააცნობს:

  •   პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს;
  •   ჩარიცხვის პროცედურებს;
  •   დასაქმების შესაძლებლობებს;
  •   გაცვლით პროგრამებს;
  •   ინკლუზიური განათლების მიღების შესაძლებლობას;
  •   კოლეჯის მატერიალურ- ტექნიკური ბაზას;
  •   ახლოდან გააცნობს სხვადასხვა პროფესიას და პრაქტიკულ სწავლებას.
გააზიარე