სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019

8 ივლისი, 2019

  ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

   დღეს, ყაზბეგის მერმა ალექსანდრე ზაგაშვილმა და მერის მოადგილე-დავით ქირიკაშვილმა, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ცდოში, სნოში, ახალციხეში, ქოსელში, არშაში, გორისციხესა და ტყარშეტში მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს.

  სოფლის საერთო კრებაზე ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მიმდინარე პროექტები პრიორიტეტეტებსა და საჭიროებებზე მსჯელობის შედეგად შეარჩიეს.

  აღნიშნულ სოფლებში მიმდინარეობს და დასრულების ეტაპზეა შემდეგი სამუშაოები:

  •   ცდო - წყაროს მოპირკეთება, პროექტის ღირებულება - 10 000 ლ.
  •   სნო - სპორტული დარბაზის იატაკის მოწყობა, პროექტის ღირებულება - 12 000 ლ.
  •   ახალციხე - არსებული თავშეყრის ადგილის შემოღობვა, პროექტის ღირებულება - 10 000 ლ.
  •   ქოსელი - სასმელი წყის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, პროექტის ღირებულება -10 00 ლ
  •   არშა - დასასვენებელი სკვერის მოწყობა, პროექტის ღირებულება - 16 000 ლ.
  •   გორისციხე - ხიდბოგირის გაკეთება, პროექტის ღირებულება - 10 000 ლ.
  •   ტყარშეტი - სასაფლაოს შემოღობვა, პროექტის ღირებულება - 10 000 ლ.

  როგორც მოგეხსენებათ, 2019 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგა, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის (რეგფონდის) ქვეკომპონენტია.

  პროგრამის ფარგლებში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საკეთილდღეოდ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.

  სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში ჩართულია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 34 სოფელი.

#სოფლისმხარდაჭერა
#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

გააზიარე