ცხელი ხაზი : +995 577 95 31 39

სოფლის მეურნეობა

 

   ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ერთის მხრივ მკაცრი ზამთარი და გეოგრაფიული მდებარეობა არ იძლევა მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობას, ასევე გართულებულია პროდუქციის სარეალიზაციო ბაზართან დაკავშირება, მეორეს მხრივ ეკოლოგიურად სუფთა გარემო და სამეურნეო დანიშნულების სავარგულები ნაყოფიერ ფონს ქმნიან სოფლის მეურნეობის ისეთი დარგების განვითარებისათვის როგორიცაა მეცხოველეობა, მეკარტოფილეობა და მეფუტკრეობა.

   მუნიციპალიტეტის სასოფლო სამეურნეო სავარგულების ფართობია 43 721 ჰა, რაც მისი მთლიანი ფართობის (108 175ჰა) 40%-ს შეადგენს აქედან კერძო საკუთრებას შეადგენს მხოლოდ 7 617 ჰა, დანარჩენი ფართობი სახელმწიფო საკუთრებაა, დანიშნულების მიხედვით მისი გამოყენება შემდეგნაირად ხდება: სათიბი - 1 293 ჰა, საძოვარი, 42 274 ჰა, სახნავი - 153 და მრავალწლიანი კულტურები  მხოლოდ 3 ჰა.

 ყაზბეგის მუნიციპალიტეტში პერსპექტიული სასოფლო-სამეურნეო მიმართულებებია მესაქონლეობა, მეფუტკრეობა და მიწათქმოქმედება (კარტოფილი).

 

 

 

გააზიარე