სოფელ ჯუთის მოსახლეობას ძირითადი მოხმარების არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები და მედიკამენტები გადაეცათ

28 April, 2020

   ყაზბეგის მერია მოსახლეობის მხარდაჭერას აგრძელებს.

  დღეს, ძირითადი მოხმარების არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები და მედიკამენტები სოფელ ჯუთის მოსახლეობას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა- ალექსანდრე ზაგაშვილმა, მერის მოადგილეებმა თამაზ ალიბეგაშვილმა და დავით ქირიკაშვილმა, ასევე მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა გადასცეს.

  აღნიშნული ღონისძიება ბიზნესსექტორისა და ყაზბეგის მერიის თანამშრომლობით ხორციელდება.

  ჯანმრთელობას გისურვებთ და მოგიწოდებთ ყველას, გამოიჩინოთ მაქსიმალური მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, გაითვალისწინოთ სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევები და რეკომენდაციები.

  ყაზბეგის მერია კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების ფარგლებში მონიტორინგს უწევს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას და 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს სხვადასხვა სახის აქტივობებს.

#StopCov

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე