სამუშაო შეხვედრა მერიაში

8 ივლისი, 2019

  ყაზბეგის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

   ალექსანდრე ზაგაშვილმა, მოადგილეებთან და მერიის სამსახურის უფროსებთან ერთად მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები განიხილა.

   იმსჯელეს 2020 წლის პროექტებისა და პრიორიტეტების გეგმაზე, რაც მოსახლეობისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით უნდა შემუშავდეს.

  შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა და საპროექტო სამუშაოების მსვლელობაზე, სოფლებში არსებულ პრობლემებზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებზე, სოციალურ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

 

 

გააზიარე