სამუშაო შეხვედრა კონტრაქტორ კომპანიებთან

11 ივლისი, 2019

 დღეს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები შ.პ.ს "მშენ-ექსპერტი"-ს წარმომადგენლებთან ერთად კონტრაქტორ მშენებელ კომპანიებს შეხვდნენ, რომლებიც ახორციელებენ სამშენებლო სამუშაოებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

   შეხვედრის ფარგლებში განიხილეს შემდეგი მიმდინარე პროექტები: სოფელი ყანობის მიმართულებით სახიდე გადასასვლელისა და გზის მშენებლობა, სოფ. სიონისა და გარბანის დამაკავშირებელი ხიდისა და ე.წ. კობათ უბნის ნაპირსამაგრი სამუშაოები, დაბა სტეფანწმინდაში ადმინისტრაციულ შენობა N2-ს რეაბილიტაცია, სოფელ ხურთისში წყლის სათავე ნაგებობის, გამწმენდი ნაგებობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობის სამუშაოები, დაბა სტეფანწმინდასა და სოფელ არშაში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები და სხვა.

  ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამის უწყებებთან ერთად მუშაობს, რომ მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები დროულად და ხარისხიანად შესრულდეს.

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

გააზიარე