საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს სასურსათო კალათები მეორედ გადაეცა

8 May, 2020

საბავშვო ბაღების აღსაზრდელთათვის საკვები პროდუქტების გაცემა გრძელდება.

 სასურსათო კალათები მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა ოჯახებს უკვე მეორედ გადაეცა.

აღნიშნული ღონისძიება ყაზბეგის მერიისა და ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.

 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ შალვა კერესელიძესთან და ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის დირექტორ- ქეთევან გელაშვილთან ერთად სურსათის გაცემის პროცესს ადგილზე გაეცნო.

 სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტისგან შემდგარი სასურსათო პაკეტი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის 8 ფილიალის 213 აღსაზრდელს გადაეცა.

 პროცესი სპეციალისტების რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით ხორციელდება.

 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია კორონავირუსის პრევენციის მიზნით სხვადასხვა სახის ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს.

 გისურვებთ ჯანმრთელობას!

#stopcov

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე