ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სისხლის უანგარო დონორთა აქცია გაიმართა

14 May, 2020

  სისხლის უანგარო დონორთა  აქცია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს ორგანიზებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდა.

   საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მიიღო ყაზბეგის მერმა ალექსანდრე ზაგაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, მერის მოადგილე დავით ქირიკაშვილმა, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა,  ა(ა)იპების წარმომადგენლებმა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს წარმომადგენლებმა და მოხალისეებმა.

   დონაციას  განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კორონავირუსის პრევენციის მიზნით.   სისხლი შეიძლება ადამიანის განკურნების ან ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთადერთი გზა აღმოჩნდეს, რომლის გარანტიც თქვენ უანგარო დონორი ხართ!

   #გაიღესისხლი #გადაარჩინესიცოცხლე #StopCov

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე