ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების  გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა

31 ივლისი, 2020

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების  გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა

 

დამგეგმავი ორგანო:  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია

კონცეფციის დამტკიცებაზე უფლებამოსილი ორგანო:  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო

გეგმარებითი ერთეული:   ყაზბეგის მუნიციპალიტეტი (დანართი 1).

 

2019 წელს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიასთან დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N62 ხელშეკრულების საფუძველზე გის და დზ საკონსულტაციო

ცენტრი "გეოგრაფიკი" ამუშავებს „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის და მასში შემავალი თემების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის“ დოკუმენტაციას.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის და მასში შემავალი თემების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის დამუშავება გულისხმობს რეგიონალური და ეროვნული ეკონომიკის სექტორების სხვადასხვა მიდგომებს შორის საერთო და მდგრადი წონასწორობის პოვნის საჭიროებას, მუნიციპალური, თემური და სოფლის სივრცეების რაციონალურ დაგეგმვას და გამოყენებას ტერიტორიების მდგრადი განვითარების მიზნით.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფცია შემუშავებულია გეგმარებითი ერთეულის კვლევის საფუძველზე.

კონცეფციის დოკუმენტაცია წარმოდგენილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესი) და მოიცავს:

1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფცია:

- საბაზისო რუკაზე დამუშავებულ ტერიტორიათა განვითარების/გამოყენების გრაფიკული მონახაზი და მისი ტექსტური ანოტაცია, ალტერნატიული გადაწყვეტის ვარიანტები;

2. საბაზისო მონაცემთა მატრიცა;

3. ელექტრონული დანართები - დამატებითი სექტორული კვლევები და განვითარების რეკომენდაციები:

- ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის სექტორული კვლევა;

- ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებული ლანდშაფტები;

- ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტურიზმის კონცეფცია, პროგნოზი და ეკონომიკური განვითარების რეკომენდაციები;

- ყაზბეგის მუნიციპალიტეტისა და მასში შემავალი თემების სივრცით- ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის სატრანსპორტო ნაწილი;

- საწოლი ადგილების რაოდენობის განაწილების სქემები სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის მიხედვით.

4. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის და მასში შემავალი თემების სივრცის დაგეგმარების გეგმების სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის ანგარიში.

 

საჯარო განხილვის დრო:  2020 წლის 14 სექტემბერი, 14:00 საათი.

საჯარო განხილვის ადგილი:  დაბა სტეფანწმინდის კულტურის სახლი მის: ალ.ყაზბეგის N 26

საჯარო განხილვის ორგანიზატორი:  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია

 

განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

როგორც საჯარო განხილვის, ასევე ნებისმიერ დროს  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში  ხელმისაწვდომი იქნება კონცეფციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, როგორც ნაბეჭდი  (ალბომების) სახით, ასევე ელექტრონულად. 

საჯარო განხილვის დასრულებიდან ნებისმიერ პირს აქვს უფლება "ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის  კონცეფციასთან"  დაკავშირებული საკუთარი წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები წარუდგინოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიას 2020 წლის 5 ოქტომბერის ჩათვლით  შემდეგ მისამართზე: დაბა სტეფანწმინდა ალ.ყაზბეგის N2  ან ელექტორონული ფოსტის მისამართზე: kazbegimunicipality.info@gmail.com .

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე