პირველი ონლაინ საჭადრაკო ჩემპიონატი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში

27 April, 2020

    ა(ა)იპ „ყაზბეგის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრი“-ს ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის პირველი ონლაინ საჭადრაკო ჩემპიონატი.

  ჩემპიონატის ჩატარების მიზანია, ჭადრაკის პოპულარიზაცია და პანდემიასთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, სატურნირო აქტივობების ონლაინ სივრცეში გადატანა.

   ჩემპიონატი დაიწყება 2020 წლის 3 მაისს, 16:00 საათზე. მასში მონაწილეობას მიიღებს მინიმუმ 8 მოჭადრაკე და გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით. პარტიის დროს თითოეულ მონაწილეს ექნება 10 სათამაშო წუთი. ყველა მოთამაშე ჯამში გამართავს 7 შეხვედრას და გამარჯვებული გამოვლინდება დაგროვილი ქულების მიხედვით. აუცილებლობის შემთხვევაში (მაგ. მონაწილეების არასაკმარის რაოდენობა) შესაძლებელია წესებში ცვლილების შეტანა, რომელსაც განსაზღვრავს ორგანიზატორი.

  ჩემპიონატი გაიმართება ვებ გვერდზე: chess.com - https://www.chess.com/

  ტურნირში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადგილობრივ მოყვარულ მონაწილეს (2200-ზე ნაკლები რეიტინგის მქონეს), ასაკისა და სქესის განუსაზღვრელად.

  ტურნირზე მონაწილეობისათვის აუცილებელია 

1. დარეგისტრირდი chess.com-ზე (უმჯობესია „ფეისბუქ ექაუნთი“-ს მეშვეობით).
2. გამოაგზავნეთ თქვენი სახელი, გვარი და chess.com-ის მეტსახელი („ნიკნეიმი“) ფეისბუქ გვერდებზე: ყაზბეგის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრი ან ხევის სპორტ-ინფო
3. დაეთანხმე „ყაზბეგის საჭადრაკო კლუბი“-ს წევრობის მოწვევას chess.com-ზე - https://www.chess.com/club/qazbegis-sachadrako-klubi
4. შეუერთდი ჩემპიონატს! - https://www.chess.com/live#t=1206027

 შეკითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ზემოთ აღნიშნულ ფეისბუქ გვერდებზე, ან ნომერზე: 555103050

 ელექტრონულ მისამართი: kazbegiculturesport@gmail.com

 წარმატებებს ვუსურვებთ ყველა მონაწილეს.

#დარჩისახლში
#ითამაშესახლიდან
#იცხოვრეჯანსაღად
#ჩაერთეყაზბეგისპირველონლაინჩემპიონატში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე