მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა
29 იანვარს 16:00 საათზე გაიმართება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილება შემდეგი საკითხები:
- ქუჩების დანომრვის სქემის შედგენა, სანავიგაციო ბაზებში ინტეგრირება, ქუჩების მარკირება.
- ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის ძველი ტოპონიმების დაბრუნება.
- ფორმალური განათლების განვითარება.