მედიკამენტებით უზრუნველყოფა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება N3-ის (28.02.2019) თანახმად მედიკამენტებით დახმარება გაეწევა სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს (სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000 -მდე ), პენსიონერებსა და ქრონიკულად დაავადებულებებს;
- წლიური ლიმიტი (წლის განმავლობაში ეტაპობრივად) ბენეფიციარს განესაზღვრება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100);
დ) ექიმის დანიშნულება (მედიკამენტების სახეობა);
ე) აფთიაქის მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვა და ანგარიშ-ფაქტურა;
ვ) ცნობა სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციისა და სარეიტინგო ქულის შესახებ.
ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში წარმომადგენლის შუამდგომლობა
თ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრეაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სრული სოციალური პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ დოკუმენტში: