COVID-19-ის პრევენციასთან დაკავშირებული პოსტერები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის

24 სექტემბერი, 2020

   გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა COVID-19-ის პრევენციასთან დაკავშირებული პოსტერები, რომელთა შინაარსი მორგებულია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის და მათი გამოყენება ასევე შესაძლებელია დაწყებითი განათლების საფეხურის ბავშვებისთვისაც. გამარტივებული ტექსტები და ილუსტრაციები გადმოსცემს შემდეგ თემებს:

  1. როდის არის აუცილებელი ხელების დაბანა.
  2. როგორ დავიბანო ხელები სწორად.
  3. როგორ დავიცვა თავი კორონა ვირუსისგან.
  4. ფიზიკური დისტანცია.
  5. რა არის კორონა ვირუსი.
  6. დახველება/დაცემინების წესები.
გააზიარე